logo
ENG



"უკრაინაში ომი პუტინმა აირჩია" - აშშ-მ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

24 თებ 202222:36
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინის ომზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, უკრაინაზე თავდასხმისთვის კი რუსეთი უარყოფით შედეგებს მოიმკის. 

"პუტინი აგრესორია. მან აირჩია ეს ომი. და ახლა ის და მისი ქვეყანა უარყოფით შედეგებს მიიღებენ". - თქვა ბაიდენმა. 

მისივე განცხადებით, რუსეთს უწესდება დამატებითი სანქციები, კერძოდ: 

  • აშშ-მ სანქციები დაუწესა 5 რუსულ ბანკს, რომელთა საერთო აქტივიც 1 მილიარდი დოლარია. 

ასევე, სანქციები შეეხება რუს ოლიგარქებს და მათი ოჯახის წევრებს. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ატარებენ კრემლის პოლიტიკას და ტკივილიც მათ უნდა იგრძნონ. 

გარდა ამისა: 

  • ბაიდენის თქმით, რუსულ ბიზნესებს უწესდებათ შეზღუდვები ტრანზაქციებზე დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში
  • შეუჩერდებათ ჯარის დაფინანსების და გაზრდის საშუალება. 
  • ირყევა რუსეთის კონკურენციის უნარი 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაში.

close დახურვა